ვანო მაჭავარიანი - მიშუსტინი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელია, მიაჩნიათ, ის უნდა იყოს ხელმძღვანელი იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის, რომელიც მათ 2024 წლამდე უსაფრთხოდ მიიყვანს

მიაჩნიათ, რომ მიშუსტინი უნდა იყოს ხელმძღვანელი იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის, რომელიც მათ 2024 წლამდე მიიყვანს უსაფრთხოდ, - ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის პოსტზე წარდგენილი მიხეილ მიშუსტინი პოლიტიკური ფიგურა არაა და ის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი და შემსრულებელია.

„პრემიერად მიშუსტინის წარდგენა ნაწილია ამ სისტემის რეაქციის. თუ დააკვირდებით მის საქმიანობას, ის არის სწორედ ამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, შემსრულებელი, ის არ არის პოლიტიკური ფიგურა. სწორედ ამ პროცესების უკან დგას ФСБ, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს და მიაჩნიათ, რომ სწორედ მიშუსტინი უნდა იყოს ხელმძღვანელი იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის, რომელიც მათ 2024 წლამდე მიიყვანს უსაფრთხოდ ამ საკონსტიტუციო, საგარეო თუ შიდა პოლიტიკური ცვლილებების ფონზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, პუტინის საგარეო ფაქტორსაც. ის გარკვეულწილად ქმნის ახალ „რკინის ფარდას“, დასავლეთთან, ევროპულ სტრუქტურებთან, თუ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებები შეიძლება ვიხილოთ რუსეთის მხრიდან, რომელიც დააშორებს მას დასავლური სამყაროსგან და თვითკმაყოფაზე და კომფრონტაციულ რეჟიმზე გადაიყვანს უფრო მეტად, ვიდრე დღეს გვაქვს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ზოგადად, რუსეთის მთავრობის გადადგომას, ექსპერტის შეფასებით, „ეს არის გარკვეულწილად სისტემის გამოძახილი, სადაც პუტინი იძულებულია, რომ სწორედ 2020-ში გადადგას ნაბიჯები, რომელიც მას 2024-ში უნდა გადაედგა“.

„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია აქ ის, რომ სისტემა, რომელიც პუტინმა ჩამოაყალიბა, რომლის ხელმძღვანელი არის პუტინი და მასში არის შემადგენელი ძალიან კონკრეტული ფინანსური, პოლიტიკური, ძალოვანი თუ სხვა სტრუქტურები, ცდილობს, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს ცხოვრება, პოლიტიკური სიცოცხლე იმ მძიმე ნეგატიურ ფონზე, რომელიც შეიქმნა რუსეთში მთავრობის და პუტინის წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ ეს არის გარკვეულწილად სისტემის გამოძახილი, სადაც პუტინი იძულებულია, რომ სწორედ 2020-ში გადადგას ნაბიჯები, რომელიც მას 2024-ში უნდა გადაედგა და გარკვეულწილად იპოვოს საშუალება, რომ თან იყოს ძალაუფლებაში და თან მაქსიმალურად პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. არსებობს გამოთქმა - ძაღლი აქანავებს კუდს, თუ კუდი ძაღლს, ამ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის სისტემის ზეწოლა პუტინზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, რომლის ნაწილიც თვითონ პუტინია, იმისთვის რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ, თუ პუტინი, რომელიც სისტემას სწორედ ამ გამოსავალს სთავაზობს, რომ მის მიერ შექმნილი სისტემა, 2024 წელს არ ჩამოიშალოს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო