NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, კითხვაზე: ვინ არის იმ ძალადობაზე პასუხისმგებელი, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი? - გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი 2019 წლის ივლისთან შედარებით, ნოემბერში 2%-ით არის მომატებული.

კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 45% ნოემბერში ამბობდა, რომ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ როცა ივლისში მოსახლეობის მხოლოდ 43% აკისრებდა ხელისუფლებას პასუხისმგებლობას.

ასევე 5%-ით გაზრდილია მაჩვენებელი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებდა. კერძოდ, 2019 წლის ივლისში გამოკითხულთა 7% ამბობდა, რომ პახუსისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, ხოლო 2019 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 12% აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიციას.

კვლევის თანახმად, შემცირებულია იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ენმ-ს, გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს, თვითონ საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკისრებდა.

კერძოდ, 2019 წლის ივლისში გამოკითხულთა 8% პასუხისმგებლობას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებდა, 2019 წლის ნოემბერში კი ამ პარტიას პასუხისმგებლობას გამოკითხულთა 5% აკისრებს.

ასევე, 2019 წლის ივლისში გამოკითხულთა 9 % პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებდა, ნოემბერში კი მას პასუხისმგებლობას 4% აკისრებს. 2%-ით არის შემცირებული ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე. კერძოდ, გამოკითხულთა 4% ივლისში ფიქრობდა, რომ პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი იყო, ნოემბერში კი ამას მხოლოდ 2 % ფიქრობს.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, 2019 წლის ივლისში გამოკითხულთა 2% ფიქრობდა, რომ ისინი იყვნენ 20 ივნისის აქციაზე პასუხისმგებლები, თუმცა ნოემბერში მათ პასუხისგმებლობას მხოლო 1% აკისრებს.

გამოკითხულთა მხოლოდ 1% ფიქრობს (როგორც ივლისში, ასევე ნოემბერში), რომ პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. გამოკითხულთა 10%-ის აზრით, 20 ივნისის მოვლენებზე ყველა ერთნაირად პასუხისმგებელია. ეს მონაცემი ივლისთან შედარებით 4%-ით არის შემცირებული.

ამავე კვლევის თანახმად, 20 ივნისის აქციის შემდეგ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ძალოვანი უწყების თანამშრომლების მიმართ ზედმეტად ლმობიერი, ხოლო მოქალაქეების მიმართ ზედმეტად მკაცრი იყო.

კერძოდ, გამოკითხულთა აზრით, გატარებული ღონისძიებები მოქალაქეების მიმართ 15%- სათანდო იყო, 6%- ზედმეტად ლმობიერი, 61%-ზედმეტად მკაცრი, 15%- არ ვიცი, 2%- უარი პასუხზე.

ძალოვანი უწყების თანამშრომლების მიმართ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები 18%-სათანადო, 29%- ზედმეტად ლმობიერი, 28%-ზედმეტად მკაცრი, 24%- არ ვიცი, ხოლო 1%-უარი პასუხზე.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო