ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ბრალდებული არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილიმორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე, ორი გამომძიებელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის თანამშრომელი დაიკითხება.

პროკურორის ცნობით, ამ გამომძიებლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩაატარეს და დღევანდელ პროცესზე ამ გამოძიების კანონიერებაზე ისაუბრებენ. რაც შეეხება მესამე მოწმეს, პროკურორის ინფორმაციით, მისგან სხვადასხვა სახით ვიდეომტკიცებულებები გამოითხოვეს.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ადვოკატ ვახტანგ იაშვილის ინფორმაციით, ის პროცესს არ დაესწრება.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა