„ლელო საქართველოსთვის“ - პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი, არის სწორი და თითქმის ერთადერთი გზა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გზაზე

„ლელოში“ მიგვაჩნია, რომ პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი, არის სწორი და თითქმის ერთადერთი გზა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გზაზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებია, აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აფხაზი პოლიტიკოსებისაგან სულ უფრო ხშირად ისმის ქართულ მხარესთან დიალოგის აუცილებლობის საჭიროებაზე განცხადებები.

„ამგვარი განცხადება ჯერ საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ცნობილმა პოლიტიკოსმა სერგეი შამბამ გააჟღერა და შემდეგ ასლან ბჟანიამ, რომელიც აფხაზეთის ოპოზიციური ძალების მოქმედ ლიდერს წარმოადგენს. ამგვარი სიგნალები, ჩვენ კარგა ხანია, არ გვსმენია და შესაბამისად, ეს განცხადებები ყურადსაღებია.

შიშის, დაყოფისა და სიძულვილის რუსულმა პოლიტიკამ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირა. ამით იზარალა ერთიანმა საქართველომ და ორივე მხარეს მცხოვრებმა ხალხმა.

ჩვენ, „ლელოში“, მიგვაჩნია, რომ პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი, არის სწორი და თითქმის ერთადერთი გზა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გზაზე. პირდაპირი დიალოგი შესაძლოა გამოდგეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის ტრანსფორმაციის გრძელ გზაზე. ჩვენ გვწამს, რომ აფხაზებსა და ქართველებს დიდი ხანია, გვმართებს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძიება და ახალი ფურცლიდან გვაქვს დასაწყები ხალხთაშორისი საუბარი.

სამწუხაროდ, დღემდე ჩვენი სისუსტეებით ძალიან მოხერხებულად სარგებლობდა გარე ძალა, რომლის ძალისხმევამ უკიდურესად სავალალო სიტუაცია შექმნა, როგორც საქართველოში, ასევე - მთლიანად კავკასიის რეგიონში.

დარწმუნებულნი ვართ, რომ გონიერი, რაციონალური, პრაგმატული მიდგომების პირობებში, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული ახალი თაობები და ახალი პოლიტიკური ძალები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას თვისობრივად შევცვლით“, - აღნიშნულია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა