თორნიკე შარაშენიძე - ასლან ბჟანიას პასუხი დამაიმედებელია - თუ შეგვეშინდება დიალოგის ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა

ჩვენ თაობას კიდევ ახსოვს აფხაზეთი, მომავალ თაობას საერთოდ არ ემახსოვრება და არანაირი ემოციური ბმა აფხაზეთთან არ ექნება. თუ გვინდა ეს პრობლემა გადავჭრათ, ეს ჩვენი თაობის საქმეა და მომავალ თაობას ამას ვერანაირად ვერ დავუტოვებთ, - ასე შეაფასა ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „ნიუსრუმში“ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება, რომ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს.

თორნიკე შარაშენიძის აზრით, ბჟანიას ეს პასუხი დამაიმედებელია და აფხაზეთთან მოლაპარაკებების პროცესის დაძრის ნიშნებს ხედავს.

„ჩემი აზრით, ასლან ბჟანიას ეს პასუხი დამაიმედებელია. ყველაფერს ისეთს ვერ იტყვის, რაც ჩვენ მოგვეწონება. რეალურად ის ამბობს, რომ ნებისმიერ ფორმატში მზად არის დიალოგისთვის, ჩვენი მხრიდან პრანჭვას და პირობის წაყენებას აზრი არ აქვს. დრო მიდის და როგორც ჩვენ წინააღმდეგ, ისე მათ წინააღმდეგ მუშაობს, ისინი უფრო ზიანდებიან იმიტომ, რომ აბსოლუტური თვითიზოლაციის გზას ადგანან, მაგრამ ჩვენს ინტერესებში არის, რომ დაიძრას პროცესი. მე ამის ნიშნებს ვხედავ, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენზე არის დამოკიდებული. მე მეშინია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ისტერიკის, რომელიც მოჰყვება ამ განცხადებას. დაველაპარაკოთ, ოღონდ ჩუმად, წყნარად სხვა ფორმატში შევხვდეთ. თუ შეგვეშინდება ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა. ჩვენ თაობას კიდევ ახსოვს აფხაზეთი, მომავალ თაობას საერთოდ არ ემახსოვრება და არანაირი ემოციური ბმა აფხაზეთთან არ ექნება, სურვილი არ ექნება არანაირი, რომ აფხაზეთი დაიბრუნოს და თუ გვინდა ეს პრობლემა გადავჭრათ, ეს ჩვენი თაობის საქმეა და მომავალ თაობას ამას ვერანაირად ვერ დავუტოვებთ. მათ ამის არც სურვილი და არც საშუალება ექნებათ,“ - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა