იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში გადის, რათა ქვეყანაში დასაქმებულ მამებს მაგალითი მისცეს

იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში გასვლას აპირებს, რათა მაგალითი მისცეს ქვეყანაში დასაქმებულ მამებს, მეტად ჩაერთონ ბავშვის გაზრდის პროცესში.

„თუ ჩვენ არ შევცვლით ვითარებას, მთავრობაში დასაქმებულები სავარაუდოდ არ გავლენ დეკრეტულ შვებულებაში“, -განაცხადა შინჯირო კოიზუმიმ.

იაპონიის მთავრობის მდივნის, იოშიჰიდ შუგას თქმით, ის იმედოვნებს, რომ კოიზუმის გადაწყვეტილება დადებით გავლენას მოახდენს მამების მეტ ჩართულობაზე ბავშვების აღზრდაში.

ცნობისთვის, იაპონია მოსახლეობის დაბერების პრობლემის წინაშე დგას. ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია, რის გამოც მთავრობა ცდილობს წამახალისებელი გარკვეული რეფორმები გაატაროს, მათ შორის ახალშობილთა მამებს შესაძლებლობა მიეცემათ დეკრეტული შვებულება აიღონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს