სალომე სამადაშვილი - NDI-ის კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში ივანიშვილის მმართველობის ხანა დასრულდა

ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხანა დასრულდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა NDI-ის კვლევის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება მიიღო.

„ვფიქრობ, NDI-ის კვლევებმა აჩვენა ის სურათი, რაც ჩვენს ქვეყანაში არის რეალობა. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის საგრძნობლად გაღარიბებული და ეკონომიკა ფაქტიურად არის ჩამოშლილი,დღეს ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, 80 პროცენტი მხარს აღარ უჭერს "ქართულ ოცნებას" და სურს ცვლილება. ახლა ბურთი მოედანზე, ოპოზიციის მხარეს არის, რომ ჩვენ მოვახერხოთ და ამ თვეებში იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმრავლესობა დავარწმუნოთ იმაში, რომ ყველაზე სწორი ხედვა ქვეყნის სწრაფი განვითარების აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციას.

ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა. ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება აქვს სწორად ბიძინა ივანიშვილს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი აღარ აპირებს დაუტოვოს საკუთარი სახელმწიფო სამართავად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უკანასკნელი პროექტი სალომე ზურაბიშვილი არის ასევე ლიდერი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი დასრულდა კრახით და ქართველი ხალხი საკუთარ გამარჯვებას გააფორმებს არჩევნებზე, ამას აჩვენებს რეალურად ეს კვლევა,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, NDI -ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს აქვთ. კერძოდ, გამოკითხულთა 49-49 პროცენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნიათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო