გია ვოლსკი - აფხაზეთში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი, განსაკუთრებით აფხაზი ეთნოსისთვის

გაცილებით ძლიერი ინტენსივობით და საერთაშორისო დახმარებით მიმდინარეობდა აფხაზეთთან პროცესები, რომელიც წინა ხელისუფლებამ არათუ ჩაშალა, არამედ დემონსტრაციულად მოახდინა მისი იგნორირება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ამ თემაზე ინტენსიური საუბარი, ხმამაღლა განცხადებების კეთება და გულზე მჯიღის ცემა პროცესისთვის დამაზიანებელია.

„აფხაზეთში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი, განსაკუთრებით აფხაზი ეთნოსისთვის. ყველა განცხადება, რომელიც დღეს, ხვალ გაკეთდება, აფხაზურ საზოგადოებაში პოზიციების გაძლიერების მცდელობასთან იქნება დაკავშირებული. ამ თემაზე ინტენსიური საუბარი, ხმამაღლა განცხადებების კეთება და გულზე მჯიღის ცემა ყოველთვის დამაზიანებელია პროცესისთვის. გაცილებით ძლიერი ინტენსივობით და საერთაშორისო დახმარებით მიმდინარეობდა პროცესები, რომელიც წინა ხელისუფლებამ არათუ ჩაშალა, არამედ დემონსტრაციულად მოახდინა მისი იგნორირება და შედეგიც სახეზეა. ამ შედეგებით და ამ ვითარებით ყველაზე ოპტიმალური ის პოლიტიკაა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს - საზოგადოებასთან მეტი ურთიერთობა, მეტი შესაძლებლობა, მიიღონ მომსახურება, თუმცა ამას ხან მავთულხლართი აღუდგება, ხან ის არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც პერიოდულად ატყდება ხოლმე,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა