გია ვოლსკი - ათეულ წელზე მეტია NDI გაუგებარი მიზნებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით აჟიოტაჟს ქმნის

ათეულ წელზე მეტია NDI გაუგებარი მიზნებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს. მისი განცხადებით, არადემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ ორგანიზაციას საქმიანობას აუკრძალავდნენ.

„ათეულ წელზე მეტია ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც NDI-ის ეგიდით მოქმედებს, საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის იმ კვლევების შედეგებით, რომელსაც იგი პერიოდულად გაუგებარი მიზნებით აქვეყნებს. არადემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, ასეთ ორგანიზაციას სულ ცოტა აუკრძალავდნენ საქმიანობას. გარდა ამისა, ამ კვლევის შედეგები მუდმივად აცდენილია ამ არჩევნების შედეგებთან, რაც მთავარი ინდიკატორია იმისა, რატომ ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ კვლევებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ პარლამენტის საქმიანობის უარყოფითად შეფასებას. ვოლსკის თქმით, საზოგადოებას პარლამენტის მიერ მიღებული კანონების შესახებ მინიმალური ინფორმაცია აქვს და NDI თავის გამოკითხვებში ამაზე კითხვას ხალხს განზრახ არ უსვამს.

„პარლამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებას მინიმალური ინფორმაცია აქვს. რეალურად, პარლამენტის საქმიანობა ფასდება ფიზიკური და სიტყვიერი შეჯახებებით, რასაც მედია, როგორც დაინტერესებული მხარე, ტირაჟირებას უკეთებს. პარლამენტის მიერ რა კანონები იქნა მიღებული მიწების რეგისტრაციასთან, ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოების წევრებმა არ იციან და ამაზე შეკითხვასაც არ სვამს NDI. ვფიქრობ, ამას შეგნებულად აკეთებს, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს მეტი ანალიზის საშუალება," - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება გამოკითხულთა მიერ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის უარყოფითად შეფასებას, ვოლსკის განცხადებით, „NDI-ის და „ნაციონალური მოძრაობის" შეტევის მთავარი მიზანი იყო, არის და დარჩება ბიძინა ივანიშვილი".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს