რომან გოცირიძე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება" მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში

დღეს რომ არჩევნები იყოს, ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება" მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს. მისი განცხადებით, ქართველმა ხალხმა მმართველ გუნდს განაჩენი გამოუტანა იმ ქმედებებისთვის, რასაც 7 წლის განმავლობაში სჩადიოდა.

„ეს არის „ქართული ოცნების" მმართველობის დასასრულის დიაგნოზი. ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ივანიშვილის მმართველობას იმ წარუმატებელი და უსამართლო ქმედებებისთვის, რასაც ეს ხელისუფლება სჩადიოდა 7 წლის განმავლობაში. გაუარესდა ყველა მაჩვენებელი, რისი გაუარესებაც შეიძლებოდა. ნეგატიურ რეიტინგში ივანიშვილი რეკორდსმენია.

უკიდურესად დაბალია სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა, ქვეყანა მიდის არასწორი გზით. დემოკრატიის ხარისხი გაუარესებულია. ამას ამბობს ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი. „ქართული ოცნების" რეიტინგი ფსკერისკენ მიექანება. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების" რეიტინგს. დღეს რომ არჩევნები იყოს, ფაქტობრივად ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება" მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ - 20%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13%, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებს“ - 8% მისცემდა ხმას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა