რუსეთის სახელმწიფო დუმა პრემიერის პოსტზე მიშუსტინის კანდიდატურას დღეს უყრის კენჭს

რუსეთის მმართველმა პარტიამ „ედინაია რასიამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის სპიკერის თანაშემწე, ანასტასია კასევაროვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო დუმა მიშუსტინის კანდიდატურას კენჭისყრაზე დღეს, მოგვიანებით დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რის შემდეგაც მთავრობა, სრული შემადგენლობით გადადგა. პუტინმა მინისტრთა კაბინეტის მეთაურის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმას რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთის სახელმწიფო დუმა პრემიერის პოსტზე მიშუსტინის კანდიდატურას დღეს უყრის კენჭს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა