სუს-ის უფროსი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, ჯასტინ მაკენზი სმიტთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძეც ესწრებოდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. გრიგოლ ლილუაშვილმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობასა და მომავალ გეგმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო