ერეკლე კუხიანიძე - დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი შემხვდება, თუ არადა, ჩავთვლი, რომ დიდი ხიფათის ქვეშ არის ეს ადამიანი

"დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი შემხვდება, თუ არადა ჩავთვლი, რომ დიდი ხიფათის ქვეშ არის ეს ადამიანი", - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე სურს თუ არა ივანიშვილთან საუბარი იმის შესახებ, რომ უსამართლოდ მოხდა მისი პარტიიდან გარიცხვა, კუხიანიძემ უპასუხა - "რა თქმა უნდა".

"ბიძინა ივანიშვილს აქვს ნათქვამი ფრაზა - სახელმწიფო ვერ განვითარდება, თუ საზოგადოებაში არ მოხდება თვითორგანიზაცია. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას სამართლიანად და არის დამაარსებელი, გამარჯვებული პარტიის ლიდერი. ის გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი სისტემები მართავს ამ ქვეყანას, მას მაინც არ უწერია განვითარება, თუ რაღაც თვითორგანიზაცია არ მოხდებაო. მინდა, რომ ბატონი ბიძინას ამ თემებზე დაველაპარაკო. თვითორგანიზაცია არ არის 200 კაცის აზრი. ეს არის ადამიანების გაერთიანება რაღაც იდეის გარშემო, რომელიც ქმნის რაღაც ძალას ამ იდეის განსახორციელებლად", - განაცხადა კუხიანიძემ.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა