დიმიტრი ხუნდაძე - საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ ჯგუფს განაჩენი უკვე არაერთხელ გამოუტანა და მათი რეაბილიტაცია შეუძლებელია

მიხეილ სააკაშვილმა თავისი რეალური სახე აჩვენა საზოგადოებას და საზოგადოებამ მისდამი, მისი პოლიტიკური ჯგუფისადმი განაჩენი უკვე არაერთხელ გამოიტანა. მათი რეაბილიტაცია შეუძლებელია, ნუ თვლით, რომ საზოგადოებას აქვს ღრმა ამნეზია - ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ NDI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობა არ დაუკარგავს და „ქართული ოცნება“ „დღეს არის უფრო ახლოს მდგომი საზოგადოებასთან, მიუხედავად გამოწვევებისა და პრობლემებისა“.

ხუნდაძემ ამასთანავე აღნიშნა, რომ პირველ რიგში უნდა შეფასდეს კვლევების სანდოობა. მისივე თქმით, მიუხედავად ცდომილებისა, ყველა კვლევა მაინც საინტერესოა.

„თუმცა, საბოლოო მსჯელობა ამ მონაცემებზე ცოტა გაჭირდება. ის, რომ საზოგადოება უფრო მომთხოვნია ხელისუფლების მიმართ და ოპოზიციას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ეს არის ნორმალური, თუმცა მეხსიერებიდან გამომდინარე, ოპიზიცია მაინც ნეგატიური ყურადღების ცენტრშია და სწორედ ამიტომ, ის მაინც უპირატესობას ანიჭებს მმართველ გუნდს. შეკითხვაშიც, დღეს რომ არჩევნები იყოს, აქაც პირველ რიგში ყველაზე მაღალი შეფასება მმართველ გუნდს აქვს. ჯერჯერობით არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი არის საკმაოდ დიდი, ასე რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ თვლის საჭიროდ, დღეს უკვე საარჩევნო კონტექსტში მოახდინოს შეფასება. ვფიქრობ, არჩევნების სიახლოვეს კიდევ უფრო საინტერესო იქნება შედეგები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა