საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა, ბრალი წარედგინა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

პროკურატურა იმ მუხლებსაც განმარტავს, რითაც დაკავებულს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

„გიორგი იჩუკაიძეს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)” - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს დღესვე მიმართვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: პირს, რომელმაც საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მესაზღვრე მძევლად აიყვანა, ბრალი წარედგინა

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება