გიგი უგულავა - ეს არის მორიგი ცინიზმი ივანიშვილის მხრიდან, ირაკლი შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ოთარ ფარცხალაძის რეანიმაციას

ესაა მორიგი ცინიზმი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო,- ასე ეხმაურება„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენას.

როგორც უგულავა აცხადებს, ივანიშვილისგან ეს გასაკვირი არაა, მას შემდეგ რაც მან საზოგადოება მოატყუა.

„როგორც ჩანს, შოთაძეს უპირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას. მერე ზაზა თავაძე, რომელიც ასევე ივანიშვილის მონა-მორჩილი გახლავთ, დარჩა იქ და შესაბამისად, შოთაძე დაუბრუნდა თავის წიაღს.

შოთაძის კარიერა, ინტელექტუალური შესაძლებლობები, რეპუტაცია პროკურორის კი არა, ოპერმუშაკისასაც არ შეესაბამება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის ცინიკურ დამოკიდებულებას და აბუჩად აგდებას საზოგადოების, მერე უკვირთ რატომ მიდის მათი რეიტინგები ქვევით“, - აცხადებს უგულავა.

გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა