ბექა ნაცვლიშვილი გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენაზე - „ქართულ ოცნებას" საკადრო დეფიციტი აქვს

ქართულ ოცნებას" აქვს საკადრო დეფიციტი, - ასე ეხმიანება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ბექა ნაცვლიშვილი გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას.

მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რომ ირაკლი შოთაძის პროკურატურიდან წასვლა სარალიძის საქმეს უკავშირდებოდა, რომელზეც საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა.

„ამ კომისიის დანიშვნა იმაზე მეტყველებს, რომ პროკურატურაში სწორად ვერ მიმდინარეობდა გამოძიება. აქედან გამომდინარე ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს საკადრო დეფიციტი, ის ვერ პოულობს შესაბამის კანდიდატურას და ერთადერთი კანდიდატი მას შერჩა ირაკლი შოთაძე. საგამოძიებო კომისია არ ინიშნება ხოლმე ისეთ საქმეებზე, რომლის მიმართაც გამოძიებას კითხვები არ აქვს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს