ზურაბ ჭიაბერაშვილი - დავით სერგეენკო ახლა თავის მართლების რეჟიმშია, მათ შორის, სახელმწიფო-მაკონტროლებელ ორგანოებთან

დავით სერგეენკომ კითხვებს ისევ ვერ გასცა პასუხი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, დავით სერგეენკომ ყველა ის პრობლემა დაადასტურა, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას დიდი ხანია აქვს და რაზედაც 2018 წლიდან მოყოლებული საუბრობენ.

„სამწუხაროდ, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი თავის მართლებას ისევ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ბრალდებებით ცდილობს და არა საზოგადოებისათვის კონკრეტული ხედვის წარდგენით, როგორ შეძლოს ჯანდაცვის სისტემამ დარჩენილი 70 000 მეტი ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, 2019 წლის 18 დეკემბერს, „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომლის თანაავტორი დავით სერგეენკოცაა, ვკითხულობთ, რომ თუ მკურნალობის დღევანდელი ტემპი გაგრძელდება (ყოველთვიურად 1000 ახალი პირის მკურნალობის დაწყება), ქრონიკული C ჰეპატიტის 90%-იანი ელიმინაცია მხოლოდ 2026 წელს მოხდება.

„ეჭვქვეშ არ ვაყენებ უკვე 65 000 ადამიანის განკურნების უზარმაზარ პოზიტიურ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ამერიკელ ხალხს ამ საჩუქრისათვის. თავისი სახსრებით ამას საქართველო კიდევ მრავალი წელი ვერ შეძლებდა. მაგრამ კითხვა მარტივი რჩება: რატომ დაისახა ელიმინაციის სამიზნე წლად 2020? სადაა პრობლემა - პროგრამის არასწორ დაგეგმვაში თუ პროგრამის ადმინისტრირებაში? შეიძლებოდა თუ არა, უკეთესი ადმინისტრირების პირობებში უკეთეს მაჩვენებლებზე გასვლა?” - კითხულობს ჭიაბერაშვილი და ამბობს, რომ ამ კითხვას დავით სერგეენკომ კვლავ ვერ უპასუხა.

მისი თქმით, უკეთეს შედეგებზე გასვლა 2020 წლისთვისაც შეიძლებოდა.

„ჩემი აზრით, ხელშემშლელი ფაქტორები იყო: პროგრამის არასაკმარისი დეცენტრალიზაცია - პროგრამის მიმდინარეობის მე-5 წელსაც კი თბილისში ჯერ კიდევ არაა დანერგილი სკრინინგი ამბულატორიულ დონეზე, ხოლო რეგიონებში ეს მხოლოდ შარშან დაიწყო. არადა 2017 წლიდან მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსათვის ნათელი იყო პროგრამაში ჩართვის დაბალი ტემპი; საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა - პერიოდული მედია-კამპანიების მიღმა ყველაზე ეფექტური იქნებოდა სწორედ ოჯახისა და სოფლის ექიმების დროული მობილიზება პროგრამაში, რადგან ყველაზე მეტი შეხება მოსახლეობასთან სწორედ მათ აქვთ და მათი მეშვეობით უფრო ეფექტურად შეიძლებოდა საზოგადოების ინფორმირებაც და პროგრამის მიმართ ნდობის ამაღლებაც; ფინანსური ბარიერის მოხსნაც გაცილებით ადრე შეიძლებოდა, როდესაც პროგრამაში ჩართვის ენთუზიაზმი გაცილებით მაღალი იყო. მით უმეტეს C ჰეპატიტის პროგრამიდან ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩებოდა.

ის, რომ ამ ბარიერების დროული მოხსნა არ მოხდა, პასუხისმგებლობა დიდწილად სწორედ დავით სერგეენკოზეა და არაა გასაკვირი, რომ ის ახლა თავის მართლების რეჟიმშია, მათ შორის, სახელმწიფო-მაკონტროლებელ ორგანოებთან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, მან 2015 წლის იანვარში, თავადაც დადო ფოტო ფეისბუქში ხელისგულზე წარწერით STOP C იმის ნიშნად, რომ ისიც გულშემატკივრობს ამ პროგრამას. ჭაბერაშვილის თქმით, აღნიშნული ფოტო ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლის 16 იანვარს თავის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს