„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრთა რიგებს Nexia Iternational-ი შეუერთდა

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (BAG) წევრთა რიგებს კიდევ ერთი ახალი წევრი შეუერთდა კომპანია „Nexia Iternational“-ი სახით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან“ აცნობეს.

„მივესალმებით კიდევ ერთ ახალ წევრს, მოხარულნი ვართ, რომ არჩევანი სწორედ BAG-ზე გაკეთდა, რადგან ეს არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი წევრების ინტერესების აქტიურ და ეფექტიან დაცვას. Nexia-ს გაწევრიანება კიდევ უფრო ეფექტურს გახდის BAG-ის კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რადგან ამ ორგანიზაციას აქვს სოლიდური გამოცდილება საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე მუშაობის კუთხით“, - განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, Nexia Iternational-ი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდია, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას და ამას ეფექტურად აკეთებს დაგროვილი ექსპერტიზითა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უნიკალური გამოცდილებით. ის მსოფლიოს 122 ქვეყანაში ოპერირებს და 2014 წლიდან წარმატებულად მუშაობს უკვე საქართველოში.

„აღსანიშნავია, რომ Nexia TA გახდა 2019 წელს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის გამარჯვებული კატეგორიაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო