სალომე სამადაშვილი - შოთაძის დაბრუნება ნიშნავს, რომ პროკურატურის მართვის სადავეები ფარცხალაძის ხელში გადადის, ეს არის დაანონსებული ძალადობა და უკანონობა

შოთაძის დაბრუნება ნიშნავს, დაანონსებულ ძალადობას და უკანონობას ქვეყანაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან გენოროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი შოთაძე დავალებების შესასრულებლად სჭირდება.

"ვფიქრობ, როგორც ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა „ენდიაის“ კვლევებით ბიძინა ივანიშვილს არანაირი შანსი აღარ აქვს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ის გადადის როგორც ჩანს, პირდაპირ ტერორის რეჟიმზე. ამისთვის, რა თქმა უნდა, სჭირდება პროკურატურა, რომელიც იქნება სრულად მართული და შეასრულებს ყველა დავალებას პირადად ივანიშვილისგან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს, რომ პროკურატურის მართვის სადავეები პირდაპირ გადადის ფარცხალაძის ხელში და ეს არის დაანონსებული ძალადობა და უკანონობა ქვეყანაში. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან ცუდად ივანიშვილისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც ამაში მონაწილეობს შოთაძის ჩათვლით, მათ მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა იმ კანონდარღვევების გამო, რომელსაც ისინი გეგმავენ ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა