მამუკა მდინარაძე - NDI-ის მიმართ რაიმე განსაკუთრებული უნდობლობა არ გვაქვს, CRRC კი ჩვენთვის ნდობის ეტალონი ვერ იქნება

NDI-ის მიმართ რაიმე განსაკუთრებული უნდობლობა არ გვაქვს. ჩვენ ამ ინსტიტუტს პატივს ვცემთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან ლორა თორნტონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდს უნდობლობა კვლევითი ორგანიზაცია CRRC-ის მიმართ აქვს.

"NDI-ის მიმართ რაიმე განსაკუთრებული უნდობლობა არ გვაქვს. ჩვენ ამ ინსტიტუტს პატივს ვცემთ. საქართველოში არის მოცემულობა, რომ ისინი სამწუხაროდ, ენდობიან CRRC-ის. ამაზე შეხვედრაზე ბევრი საუბარი იყო. მათ წინაშე მოვიტანე უამრავი არგუმენტი და მოვისმინე მათი განმარტებებიც. ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც "ქართული ოცნება" ამომრჩეველთა ნახევრის მხარდაჭერას მოიპოვებდა ხოლმე, მაშინ როდესაც რამდენიმე თვით ადრე CRRC-ის მიერ დადებული შედეგებით 15%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

ამიტომ CRRC ჩვენთვის ნდობის ეტალონი ვერ იქნება. შეხვედრაზეც იგივე დავაფიქსირეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენ მალევე მსგავსი საკითხების დეტალური განხილვა გვექნება. ისინი ამბობენ, რომ თუ ამ მიმართულებით ხარვეზებია, ამაზე ვიმსჯელოთ, თუნდაც ვიკამათოთ და გადაჭრის გზებზეც ვისაუბროთ,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა