მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ერთადერთი შანსი აქვს - მოხვდეს აბსოლუტურად განსხვავებულ ციხეში, ვიდრე ჰქონდა მას

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ერთადერთი შანსი აქვს - მოხვდეს აბსოლუტურად განსხვავებულ ციხეში, ვიდრე ჰქონდა მას, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში. მდინარაძის თქმით, სააკაშვილი სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გამტყუნებული დამნაშავეა და შეუძლია, ჩამოსვლის შემთხვევაში, ციხეში ჩაჯდეს.

„სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ერთადერთი შანსი აქვს - მოხვდეს აბსოლუტურად განსხვავებულ ციხეში, ვიდრე ჰქონდა მას. ციხეში არავინ შეზღუდავს მის უფლებებს, არავინ აწამებს. მისი, როგორც პატიმრის უფლებები ზედმიწევნით იქნება დაცული და ვერანაირ პრეტენზიას ვერ განაცხადებს, როდესაც ქართულ ციხეში მოხვდება. ის არის მსჯავრდებული, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გამტყუნებული. შეუძლია ჩამოვიდეს და ჩაჯდეს ციხეში,"- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ბოლოს მაინც „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიდის, იმის მიუხედავად, რომ მისგან დისტანცირებას ცდილობს.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ოპოზიციის უდიდესი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას ცდილობს, თუმცა წავლენ, წამოვლენ და მაინც იქ მიდიან ხოლმე ბოლოს. ამის დასტურია ის, რომ ისინი კვლავ მიხეილ სააკაშვილთან არიან, რომელმაც ორი დღის წინ აღიარა, რომ 20 ივნისს ხელისუფლების დამხობის მცდელობას მისი ხელმძღვნელობით ჰქონდა ადგილი,"- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა