ნიკოლა სარკოზი - ევროკავშირი-თურქეთი-რუსეთის სამმხრივი ფორმატით შეიძლება გაიხსნას გზა საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომელთა წევრობასაც ნატო-ში მე ერთ დროს ვეწინააღმდეგებოდი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადებით, უნდა შეიქმნას ახალი მოლაპარაკებების ფორმატი, რომელშიც რუსეთი, თურქეთი და ევროკავშირი მიიღებს მონაწილეობას.

მისივე თქმით, ეს ფორმატი გახსნის თანამშრომლობის გზებს უკრაინისთვის და საქართველოსთვის, რომელთა ნატო-ში გაწევრიანებას, სარკოზის თქმით, თავად ეწინააღმდეგებოდა.

„სხვათა შორის მე წინააღმდეგი ვიყავი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების. იმიტომ არა, რომ თურქეთი ევროპული ქვეყანა არაა. თურქეთი მცირე აზიაშია განლაგებული. ეს უზარმაზარი ქვეყანა და ცივილიზაციაა. ჩვენ მასთან უნდა ვისაუბროთ. შესაძლებელია ეს იყოს სამმხრივი ფორმატი-ევროკავშირი-რუსეთი-თურქეთი-ამ გზით თანამშრომლობის გახსნასაც შევძლებთ ახალი წევრებისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის, რომელთა ნატო-ში გაწევრიანებასაც მე ერთ დროს ვეწინააღმდეგებოდი“,-განაცხადა სარკოზიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა