საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულის, გიორგი იჩუკაიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყების წინ გიორგი იჩუკაიძის ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა აღნიშნა, მისი დაცვისქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს აღიარებს.

„წარდგენილ ბრალდებაში მანამდეც იყო დაკითხული და დღესაც მოკლედ იქნა გამოკითხული, მან წარდგენილი ბრალდება აღიარა. ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე დანაშაულის ჩადენის მოტივზე და ბრალის შინაარსზე ვერ ვისაუბრებ. როგორც მოგეხსენებათ, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობას. დაცვის მხარე ვითხოვთ, რომ მის მიმართ არ იყოს არცერთი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული, რადგან ფორმალური საფუძველი არ არსებობს,” - აღნიშნა ლევან მარსაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს.

იჩუკაიძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)” აქვს წარდგენილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო