სპეციალისტები მოსახლეობას ცოფის გავრცელების წინააღმდეგ რეკომენდაციებით მიმართავენ

ცოფის გავრცელების წინააღმდეგ მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველამ მოახდინოს ცხოველის პროფილაქტიკური ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ თენგიზ ჩალიგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ მეპატრონეს არ აქვს ფინანსური საშუალება, სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა, ცხოველს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ გაუკეთოს.

“სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს 300 000-მდე ძაღლისა და კატის უფასო ვაქცინაციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან თანამშრომლობა. ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, 2013 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები შემცირდა 70%-მდე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ცოფი საქართველოში არის ენდემური, ეს ნიშნავს, რომ ცოფის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში. თითოეული შემთხვევის დროს, ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობს და მასთან ერთად ახდენს საკარანტინო ღონისძიებების გატარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ტერიტორიაზე, ორი კილომეტრის რადიუსით ხდება აღრიცხული ცხოველების უფასო ვაქცინაცია, რათა არ მოხდეს გავრცელება. კანონით რეგულირდება ეს ღონისძიებები და ყველა მეპატრონე ვალდებულია, დაემორჩილოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და თუ იგი მას არ ემორჩილება, იგი ჯარიმდება, თუმცა აქ მთავარია ცნობიერების ამაღლება და არა იძულება”,- განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ და განაცხადა, რომ თბილისში აღნიშნული კუთხით პანიკის საფუძველი არ არის.

“ბოლო ორი შემთხვევა,რაც თბილისში დაფიქსირდა, იყო პატრონიან ცხოველებში. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ეზოში გვყავს, თუ არა იზოლირებულად ძაღლი, აუცილებელია, ამ პროცედურების ჩატარება. განსაკუთრებით რისკ ჯგუფს წარმოადგენს მონადირე ძაღლები. არსებობს მითები, რომ ცოფზე აცრა ცხოველს ზრდაში უშლის ხელს. უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ პრობლემებთან, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ცოფის შემთხვევები თბილისში მერყეობს წლის განმავლობაში 5-დან 10-მდე. ის, რომ ერთ წელს 5 იყო და შემდეგ წელს 7, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პანიკის საფუძველია. ცოფის დაფიქსირების რაოდენობები იკლებს წლიდან წლამდე. არსებობს ცოფის გადაცემის სამი გზა: დადორბვლა, დაკბენა და დაკაწვრა. ცოფის სიმპტომები: არაადეკვატური აგრესია, წყლისა და ჰაერის შიში, პირიდან დუჟი და ა.შ. სამივე შემთხვევაში პატრონმა თვითნებურად არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აუცილებლად უნდა მივიდეს სპეციალისტთან”,- განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს