დავით ჭიჭინაძე - კახა კალაძე „ქართული ოცნების“ სადავეების ხელში აღებას შეეცდება

ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს, რამდენად ხიფათის შემცველია დღეს კალაძე, იმიტომ რომ, არ არის გამორიცხული ივანიშვილმა „ოცნება“ დაკარგოს,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი რეიტინგებითაც, კალაძეს უფრო კარგი შედეგი აქვს, ვიდრე თუნდაც იგივე პრემიერს, ან სხვებს, რაც „ ყოველთვის ხდება შურის საფუძველი პოლიტიკურ ბრძოლებში“.

„ოცნების“ დეპუტატების დიდ ნაწილს მორალი და პრინციპი ნაკლებად გააჩნიათ. ყოველთვის კარგად გრძნობენ, ვის ამოეფარონ და ვის მხარეს იყვნენ და შესაბამისად, სხვა ბანაკშიც უმარტივესად გადაბარგდებიან, რადგან მათ ყველას თავისი პირადი პოლიტიკური მომავალი ადარდებთ და არა ქვეყნის ბედი. დღევანდელი რეიტინგებითაც, კალაძეს უფრო კარგი შედეგი აქვს, ვიდრე თუნდაც იგივე პრემიერს, ან სხვებს... ეს კი ყოველთვის ხდება შურის საფუძველი პოლიტიკურ ბრძოლებში.

ამიტომ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, დაპირისპირებაც გამძაფრდება, რადგან სია დიდი ვერ იქნება, თავისი გავლენის მოპოვებას კი ყველა შეეცდება. სკამებიც უფრო ცოტაა, ვიდრე ხალხი. ანუ, თუ ადრე დაპირისპირება იყო კალაძე - გახარიას გუნდებს შორის, ახლა როგორც ჩანს, გახარია აღარაა „პოპულარული“ მინისტრი. თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ აშკარად შემცირდა ნდობა ბიძინა ივანიშვილისადმი და ეს ეტყობა კიდეც - რაღაც უფრო თამამები ჩანან ბიჭები...

მოკლედ, თუ ივანიშვილმა შიგნით არ დაამყარა წესრიგი, პარტიის სადავეები მალე გენერალური მდივნის ხელში აღმოჩნდება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა