დავით ჭიჭინაძე - ახალი კადრებიც აღარ არის „ოცნებისთვის“ ხელმისაწვდომი, ამიტომ აბრუნებენ ყველა დისკრედიტირებულს

მეორედ მობრუნებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავლის რესურსი არ გააჩნია,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„თუ 2016 წელს ვიხილეთ ახალი სახეები საგურამოდან, 2020 წელს გვექნება „ძველი სიმღერები მთავარზე“ - ასეთი გადაცემა აქვთ ყოველ წელს რუსეთში და „ოცნების“ ფანტაზიაც როგორც ჩანს, ამაზე მეტს ვეღარ სცდება.

მოკლედ, ეს მეორედ მობრუნებები, თან იმ ხალხის, ვინც სხვადასხვა დროს მძიმე გადაცდომების გამო გაუშვეს, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავლის რესურსი არ გააჩნია.

ახალი კადრებიც აღარ არის „ოცნებისთვის“ ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ, ყველა ხვდება, ამ პარტიამ თავისი რესურსი და მომავალი ამოწურა. ამიტომ აბრუნებენ ყველა დისკრედიტირებულს”,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს