პროკურორი - როგორც ბრალდებულმა განაცხადა, დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების იქიდან გაძევება უნდოდა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულის, გიორგი იჩუკაიძის საქმის პროკურორმა დანაშაულის ჩადენის მოტივებზე ისაუბრა.

პროკურორ გიორგი ხაჩიძის განმარტებით, იჩუკაიძე თვლის, რომ ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან, საქართველოს ტერიტორიაა და მას მესაზღვრეების გაძევება იარაღის გამოყენებით სურდა.

,,როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ის დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ უნდოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების იქიდან გაძევება. ის თვლის, რომ ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, არის საქართველოს ტერიტორია და მან მოინდომა, რომ იარაღის ძალით გაეძევებინა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მას სურდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლება, სწორედ ამიტომ აიყვანა მძევლად ქართველი მესაზღვრე და დანარჩენ მესაზღვრეებს სთხოვდა, გადაეცათ მისთვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. თავად ბრალდებულს ჰქონდა ხელყუმბარა და ასევე ჰქონდა პისტოლეტი. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის”, - განაცხადა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ, გიორგი იჩუკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)” ედებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს