მამუკა მდინარაძე - ლორა თორნტონთან უახლოეს მომავალში გვექნება სიღრმისეული დისკუსია NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომელზეც ამომწურავი პასუხები არ არსებობს

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონთან, უახლოეს მომავალში გვექნება სიღრმისეული დისკუსია NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით და რადგან არსებობს კითხვები, რომელზეც საბოლოო, ამომწურავი პასუხები არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს ქალბატონ ლორასთან გვქონდა ძალიან ხანგრძლივი, გულწრფელი საუბარი და გვაქვს შეთანხმება იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენ გვექნება სიღრმისეული, თუნდაც კამათი, დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომელზეც საბოლოო, ამომწურავი პასუხები არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ, ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს და ყველანი ერთად, ვეცდებით, რომ ეს კვლევები შედარებით იყოს ობიექტური“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მან წარმოადგინა იმ დინამიკის ვიზუალური მხარე, რაც საველე სამუშაოების ჩამტარებელმა CRRC-მ 2012 წლის შემდეგ შემოგვთავაზა და NDI-მ გაახმოვანა.

„შემიძლია, ვიზუალურად, საზოგადოებას ვაჩვენო დინამიკა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საველე პირობებში ჩატარებული იყო CRRC-ის მიერ, რომელიც ვიცით, რომ დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ტენდენციაც სახეზეა. მაგალითად, 2012 წელს, NDI-ის პროგნოზი, ისევ CRRC-ზე დაყრდნობით, იყო 18 % და როდესაც არჩევნები ჩატარდა, შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იყო 54. 97 %. მომდევნო, 2013 წელს, NDI-ის პროგნოზი, ისევ CRRC-ზე დაყრდნობით, იყო 29%, შემდეგ, იყო 39 პროგნოზი და „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ამ არჩევნებში მიიღო 62%. 2015 წელს, 24 % აპრილში, 11 % აგვისტოში, ნოემბერში 16 %. 2016 წელს გაგრძელდა კვლევები და იყო 15 %, 2016 წლის ივნისში 17 % და ოფიციალური შედეგი 2016 წელს იყო 49 %, გახსოვთ ეს არჩევნებიც. 2017 წელს, წელს, NDI-ის პროგნოზი, ისევ CRRC-ზე დაყრდნობით, იყო 22 %, შემდეგ ივნისში იყო 30 % და კალაძემ ამ არჩევნებში მიიღო 51%. ბოლო კვლევები გვაჩვენებს, რომ კვლევა ჩაატარა ისევ CRRC-მ 2019 წლის აპრილში, სადაც იყო მაჩვენებელი 17 %, ხოლო 2019 წლის ივნისის მონაცემებს ემთხვევა ასევე დღევანდელი მოცემულობით ის მაჩვენებელი, რაც ქალბატონმა ლორამ წარმოგვიდგინა CRRC-ს საველე სამუშაოებზე დაყრდნობით. ალბათ, აქაც პროგნოზი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მაჩვენებლებით, თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო