„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, ჩინეთში იმპორტირებული პროდუქციის ინდუსტრიის გამოფენაზე საქართველოს კუთხე მოეწყო

ჩინეთის ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორმა თამარ პატაშურმა ჩინეთის ანხუეის პროვინციის დედაქალაქ ხ’ფეიში გამართულ იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენასა და ანხუეის იმპორტირებული პროდუქციის ინდუსტრიის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემას წარმოადგენდა იმპორტირებული საკვები პროდუქტის გავლენა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ღონისძიების ფარგლებში, თამარ პატაშურმა შეხვედრა გამართა ანხუეის პროვინციის საკვები პროდუქტების ინდუსტრიული პარკის პრეზიდენტთან და „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტთან იანგ სიასთან. იანგ სიამ აღნიშნა, რომ მათი და „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის ერთობლივი მიზანია მცირე და საშუალო კომპანიების ხელშეწყობა ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებაში.

„საპარტნიორო ფონდი ქართველ მეწარმეებს ჩინეთის 1,3-მილიარდიან ბაზარზე დამკვიდრებაში ეხმარება. ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, ფონდის მხარდაჭერით, ჩინეთის სხვადასხვა საერთაშორისო საგამოფენო სივრცე ქართულ კომპანიებს არაერთხელ დაეთმოთ. ამჟამად ანხუეის პროვინციის ინდუსტრიული პარკის საგამოფენო სივრცეში განთავსებულია ქართული პროდუქცია და მოწყობილია ქართული კუთხე. ეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ქართველ მეწარმეებს კიდევ ერთი შანსი უჩნდებათ, ახლა უკვე ანხუეის პროვინციაში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ“, - აღნიშნა ჩინეთში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორმა თამარ პატაშურმა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივითა და „აწარმოე საქართველოს“ შუამდგომლობით, ხ’ფეიში (ჩაუხუ) იმპორტირებული პროდუქციის ინდუსტრიის საგამოფენო სივრცეში სპეციალურად გადმოტანილ იქნა ტრადიციული ქართული ორნამენტებით დამზადებული სადეკორაციო სახლები, სადაც გრძელვადიანად იქნება წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, გამოფენის სტუმრებს კი ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცემათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო