გერმანიაში გლობალური დათბობის შეჩერების მიზნით, 2038 წლიდან ქვანახშირს აღარ მოიხმარენ

გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2038 წლიდან ქვეყანაში ქვანახშირს აღარ მოიხმარენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ევრო გამოიყოფა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანიის ხელისუფლების მიერ, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გლობალური დათბობის შეჩერებაა. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვანახშირის მოპოვებასა და გადამუშავებაში იყვნენ დასაქმებულები.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით გერმანია ქვანახშირის მოპოვებით ლიდერია მსოფლიოში და ქვეყნის ელექტროენერგიის 1/3-ზე მეტს ქვანახშირის დაწვის შედეგად გამოიმუშავებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს