აფრიკის უმდიდრეს ქალს ანგოლის პრეზიდენტობა სურს

აფრიკის კონტინენტზე უმდიდრეს ქალს, იზაბელ დუშ სანტუშს ანგოლის პრეზიდენტობა სურს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ანგოლაში დაბრუნების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, თუმცა ამავდროულად ქვეყნის პატრიოტია და მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს.

მან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ იზაბელ დუშ სანტუშის მამა, ჟოზე ედუარდო სანტუში ანგოლას 38 წლის განმავლობაში მართავდა.

46 წლის იზებელ დუშ სანტუში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 2.2 მილიარდ დოლარს აღემატება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა