უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრის კონკრეტული გეგმები წარადგინეს

ადამიანის უფლებათა საბჭოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ პირველი რიგის ამოცანებზე მუშაობას განაგრძობს. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, უწყებებმა პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრის კონკრეტული გეგმები წარადგინეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრიორიტეტებს შორის დასახელდა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა ხელშეწყობის გაძლიერება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კრიზისული სიტუაციების მართვის წესისა და შესაბამისი პროტოკოლების შემუშავება, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულ არასრულწლოვანთა დაცვის დამატებითი მექანიზმების დახვეწა და გამომძიებლის ქცევის სტანდარტის სახელმძღვანელოს შექმნა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან ინტენსიური მუშაობა გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო