ძლიერი სმოგის გამო, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ავტომობილების მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება

ძლიერი სმოგის გამო, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ავტომობილების მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სერბეთში, იტალიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქებში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. სიტუაციის გამოსასწორებლად და დაბინძურების შესამცირებლად იტალიის რამდენიმე ქალაქმა დიზელზე მომუშავე ავტომობილების ექსპლუატაცია ნაწილობრივ აკრძალა, რაც სავარაუდოდ 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში კი სმოგის გამო, საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან საჭირო ზომების მიღებას ითხოვენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს