კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - ხუთი დაზარალებული ქვეყანა იმედოვნებს, რომ ირანი კომპენსაციას გადაიხდის

კანადა, ავღანეთი, დიდი ბრიტანეთი, შევედეთი და უკრაინა უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის განადგურების გამო, ირანისგან კომპენსაციებს ითხოვენ. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა ლონდონში, აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე, სრული და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ირანმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ჩამოგდებულ თვითმფრინავზე და აღიაროს თავისი ვალდებულებები ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების წინაშე, მათ შორის, კომპენსაციის გადახდით“, - განაცხადა მინისტრმა.

შამპანის თქმით, დაზარალებული ქვეყნები იმედს გამოთქვამენ, რომ ირანი მათ კომპენსაციებს გადაუხდის იმ ვადაში, რასაც საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ირანის ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ ძიების ყველა ეტაპზე, რათა დაზარალებულმა ქვეყნებმა, დაღუპულთა ოჯახებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღონ პასუხი, რომლებსაც ისინი იმსახურებენ და დამნაშავეები დაისაჯონ“, - განაცხადა შამპანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს