მედია - ირანის მიერ 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა

ირანის მიერ ერაყის საავიაციო ბაზა ალ-ასადზე 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა და მათი სამედიცინო ევაკუირება ქუვეითისა და გერმანიაში განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Defense One-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებული სამხედროები კონტუზიის სიმპტომებით ქუვეითისა და გერმანიაში მდებარე აშშ-ის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

Defense One-ის ინფორმაციით, ბაღდადში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურის პრესსპიკერმა მაილს კაგინგსმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, რამდენიმე ჯარისკაცი სკრინინგის ჩასატარებლად ალ-ასადის ბაზიდან გერმანიასა და ქუვეითში გადაიყვანეს. მისი განმარტებით, როგორც კი სკრინინგის შედეგად გაირკვევა, რომ ჯარიკაცები „მოვალეობის შესასრულებლად ვარგისები არიან,“ მათ ბაზაზე დააბრუნებენ.

Defense One-ის ცნობით, კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ სტანდარტული პროცედურის ფარგლებში, ალ-ასადის ბაზიდან ქუვეითსა და გერმანიის საავადმყოფოებში 11 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს, სადაც მათ თავის ტვინის სკრინინგი უტარდებათ.

შეგახსენებთ, პენტაგონი და თეთრი სახლი აცხადებენ, რომ 8 იანვრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად არცერთი სამხედრო დაღუპულა ან დაშავებულა.

იხილეთ ვიდეო: ირანის მიერ 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია