ჩინეთში დაუდგენელი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში დაუდგენელი კორონავირუსით, რომელსაც პნევმონიის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, იაპონიის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ვირუსის შემთხვევა იაპონიაშიც დადასტურდა. კორონავირუსით ერთი ადამიანის დაავადებას ადასტურებენ ტაილანდშიც.

როგორც ცნობილია, უცნობი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ჩინეთში სულ მცირე 41 ადამიანი გადის მკურნალობას. მათგან უმეტესობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი ექიმების მიერ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

თავდაპირველად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებდა, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემოდა, თუმცა ახლა ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაავადებულთან ახლო კონტაქტმა შესაძლოა, მისი გავრცელება გამოიწვიოს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელება შესაძლოა, იანვრის ბოლოს მოხდეს, როცა ჩინეთი ახალ წელს აღნიშნავს და მილიონობით ადამიანი მოგზაურობას იწყებს.

დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს ერთდოულად აღმოაჩნდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს