სახალხო დამცველის მიერ გაცემული ძალიან კვალიფიციური დასკვნა მიუთითებს, რომ საქმეში არ არის „ფულის გათეთრების“ არც ერთი ნიშანი, - ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით „თიბისი ბანკის“ იმ თანამშრომლებს ელიან, რომლებსაც 2008 წელს კრედიტის გაცემასთან ჰქონდათ შეხება.
„მოლოდინები ისევ იგივეა, მითუმეტეს, ჩვენს მოლოდინებს ამყარებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული ძალიან კვალიფიციური დასკვნა, რომელიც მიუთითებს, რომ არცერთი ნიშანი ფულის გათეთრების საქმეში არ არის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ველოდებით, რომ გამოცხადდებიან „თიბისი ბანკის“ ის თანამშრომლები, რომლებსაც 2008 წელს შეხება ჰქონდათ კრედიტის გაცემასთან. მათ მიერ არც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არ არის საუბარი დანაშაულის ნიშნებზე და დღესაც მოლოდინი გვაქვს, რომ არაფერი მსგავსი არ იქნება“,- განაცხადა კახა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.