ემანუელ მაკრონი - რუსეთმა უკრაინის ნაწილი დაიპყრო - თუ ყველა გაყინული კონფლიქტის მოგვარებას დაელოდები იმისთვის, რომ წინ წახვიდე, ლოდინი დიდხანს მოგიწევს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის მზადაა უფრო ახლო ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გამოცემა RFI-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტმა მაკრონს შეკითხვა დაუსვა, თუ რამ განაპირობა მისი პოზიციის შეცვლა ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში.

„ეს გადაწყვეტილება დროთა მანძილზე მოვიდა. ეს იყო ისტორიული და სტრატეგიული განსჯის შედეგი“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტმა მაკრონს რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებთან არსებულ კონფლიქტებზე ჰკითხა, რაც „საერთო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას“ არღვევს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ყველა გაყინული კონფლიქტის მოგვარებას დაელოდები იმისთვის, რომ წინ წახვიდე, ლოდინი დიდხანს მოგიწევს.

„რუსეთმა უკრაინის ნაწილი დაიპყრო და ჩვენ მივიღეთ ზომები. ჩვენ ვცდილობთ გაყინული კონფლიქტების გადაჭრას, მაგრამ თუ ყველა გაყინული კონფლიქტის მოგვარებას დაელოდები იმისთვის, რომ წინ წახვიდე, ლოდინი დიდხანს მოგიწევს“,- განაცხადა მაკრონმა.

იხილეთ ვიდეო: მაკრონის თქმით, ის მზადაა უფრო ახლო ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა