გიორგი გახარია - ჩვენი ძირითადი ამოცანაა ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ენერგოეფექტურობა და ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი

დღეს გავხსენით „გარდაბანი 2“, რომელიც არის 230-მეგავატიანი თბოელექტროსადგური. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ენერგოეფექტურობა და ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ახალი თბოელექტროსადგური უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და ენერგოუსაფრთხოებას.

„როგორც ეკონომიკის მინისტრმა ბრძანა, ეს არის ძალიან ეფექტური და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგო სისტემისთვის. ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და საერთოდ ენერგიის წყარო, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაცმ თავარია, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

ყველას მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული ენერგიის გენერაციაში. 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას დაემატა მილიარდ ორასი ათასამდე მეგავატის სიმძლავრეები, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და რა თქმა უნდა, სისტემის მდგრადობისთვის ჩვენ გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები,”-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ის რეფორმები, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დარგში ატარებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საქართველო თუ დღეს სტაბილური და მდგრადია ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით, სწორედ ასე უნდა გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. პრემიერის თქმით, სწორედ ეს ამოცანები დგას ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობის წინაშე.

ცნობისთვის, გარდაბანში, უკვე არსებული თბოელექტროსადგურების კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებული 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 185 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თბოსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს