EMC-ის იურისტის გურამ იმნაძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე პოლიტიკური სარჩულის ნიშნები იკვეთება

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტის გურამ იმნაძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე პოლიტიკური სარჩულის ნიშნები იკვეთება.

როგორ იმნაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის დასაბუთება, თუ რატომ არ შეიწყალა დეკანოზი, აბსოლუტურად აცდენილი იყო საქმის ფაბულასა და ფაქტობრივ გარემოებებს.

„2019 წლის ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტმა შეიმუშავა შეწყალების ახალი წესები. სწორედ ამ ახალი პროცედურების საფუძველზე პრეზიდენტმა პირველად გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილება. თუმცა, ჩვენთვის კვლავაც ბუნდოვანია ის პირობები, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები. მითუმეტეს, 2019 წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ ამ უფლებით სარგებლობა ხშირად უკავშირდებოდა სკანდალურ შემთხვევებს.

ქვეყანაში არ არსებობს მათ შორის შეწყალების კომისია, რა მექანიზმის გამოყენებით ხდება საქმეების შეფასება და ა.შ. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი მიმართვიანობაა შეწყალების თაობაზე და ამას სჭირდება ადმინისტრაციული რესურსი. ამ კუთხითაც საინტერესოა თუ როგორ ხდება საბოლოო ჯამში საქმეების შერჩევა, რომელზეც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. ახალი წესები არ ითვალისწინებს შეწყალების კომისიის არსებობას. ეს არ არის აქსიომა რომ შეწყალების კომისია მონაწილეობდეს ამ პროცესში, თუმცა უნდა არსებობდეს გამჭვირვალე, ნათელი პროცედერები თუ ვინ იღებს შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილებას და ვინ აფასებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამ ახალი რეგულაციებით ყველაფერი მკაფიო და ნათელი არ არის", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, პრეზიდენტის მიდგომა და პოლიტიკაა საგამონაკლისო წესით გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება, თუმცა, ეს რისკებს მაინც არ აზღვევს.

„მათ შორის შეწაყალებაზე უარის თქმის საკითხიც უნდა იყოს მაღალ დონეზე მოწესრიგებული. სწორედ ამ კუთხით არსებობს გამოწვევები“,- განაცხადა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო