არჩილ თალაკვაძე - მოხარული ვართ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ დაამტკიცა საქართველოში ამერიკის ელჩი

მოხარული ვართ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ დაამტკიცა საქართველოში ამერიკის ელჩი,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან აშშ- ის საელჩოს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კელი დეგნანმა ფიცი დადო.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ელჩის ჩამოსვლას საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„მან დადო ფიცი და ველით მასთან თანამშრომლობის დაწყებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამერიკა არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და ელჩის ჩამოსვლას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მოველით მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა