ლევან კობერიძე - ჯანდაცვის ახალი მინისტრი მეცხრე თუ მერვე თვეა დანიშნულია და არცერთ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია

ჯანდაცვის ახალი მინისტრი დანიშნულია უკვე მეცხრე თუ მერვე თვეა და შარშანდელი წლის განმავლობაში მას არცერთ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. კობერიძის თქმით, ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფარგლებშიც კი ვერ მოხერხდა, რაც სავალდებულო ფორმატად ითვლება.

„ვაყენებ საკითხს, რომელიც, ჩემი აზრით, გაცილებით დიდი მნიშვნელობის არის და უფრო მწვავეა - ეს არის ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტთან მუშაობის თემასთან მიმართებით. ახალი მინისტრი დანიშნულია უკვე მეცხრე თუ მერვე თვეა და შარშანდელი წლის განმავლობაში მას არცერთ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია. ერთადერთი შეხვედრა, როგორც ვიცი, იყო უმრავლესობის უმრავლესობასთან, იქაც რა იყო შეხვედრის შინაარსი, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის და რა გადაწყვეტილებები მიიღეთ თქვენ მათთან ერთად. შარშან, ისე დასრულდა წელი, რომ „მინისტრის საათის“ ფარგლებშიც კი, რომელიც სავალდებულოა, ჯანდაცვის მინისტრი არ ყოფილა პარლამენტში. ვთვლი, რომ სწორედ მსგავსი ტიპის ხარვეზები განაპირობებს, მათ შორის, შემდგომში იმ პრობლემებს, რომელიც არის საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებული, როგორც ინსტიტუციასთან, მათ შორის, საზედამხედველო ფუნქციასთან. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან დიდი სურვილი გაქვთ, რომ პარლამენტის სამუშაო პროცესი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული და კიდევ უფრო ეფექტიანი. მახსოვს თქვენი დაპირება, რომ პირველსავე რიგგარეშე სხდომაზე იქნებოდა ჯანდაცვის მინისტრი მოწვეული ამ მოხსენებით 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ახლაც რიგგარეშე სესია იმართება დღეს და საკითხებში არ არის შეტანილი ეკატერინე ტიკარაძის მოხსენება. მე მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში, ჩემი აზრით, არის საკმაოდ დიდი პრობლემები“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა