სერგო რატიანი - ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება საზოგადოების შეურაცხყოფაა

იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ივანიშვილისთვის შეზღუდულია და სრულიად ოდიოზური, შერცხვენილი ფიგურების დაბრუნება უწევთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განუცხადა.

რატიანის თქმით, შოთაძის დაბრუნება პროკურატურაში არის შეურაცხყოფა, რომელსაც საზოგადოებას მმართველი პარტია და პირადად ბიძინა ივანიშვილი აყენებს.

„შოთაძე პირადად იყო პასუხისმგებელი იმ აბსურდულ, დანაშაულებრივ ვერსიასთან რომელიც შეიმუშავა პროკურატურამ ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით, როდესაც პროკუროროები პირდაპირ ხელს აფარებდნენ მკვლელებს. ამასთან დაკავშირებით იყო საზოგადოების შეშფოთება და ივანიშვილს მოუწია მისი თანამდებობიდან გადაყენება. შოთაძის დაბრუნება პროკურატურაში არის საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელსაც აყენებს საზოგადოებას მმართველი პარტია და პირადად ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მიუთითებს კიდევ ერთ ფაქტორზე, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ივანიშვილისთვის არის შეზღუდული და უწეევს სრულიად ოდიოზური, შერცხვენილი ფიგურების დაბრუნება“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა