რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებენ

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დღეს ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის საქმიანობას კვლავ ბოიკოტს უცხადებს და დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს, მის მიერვე ნომინირებული კანდიდატის მხარდაჭერაში მონაწილეობა მიიღოს.

„საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვმართავს, რომ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც განიხილება მათი პარტიული სიით ადგილმონაცვლის დამტკიცების საკითხი, არ ესწრებიან სხდომას. ისინი თავადვე აცხადებენ უარს, რომ თავიანთი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში, ანუ მის მხარდაჭერაში მონაწილეობა მიიღონ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. პარლამენტმა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა