თეა წულუკიანი - სიმართლეს  არ შეესაბამება, რომ ქართულმა მხარემ ლავასოღლის ექსტრადიცია არ მოითხოვა

ის, რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა ლავასოღლის ექსტრადიცია, არ შეესაბამება სიმართლეს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ლავასოღლი თურქულმა მხარემ სწორედ იმიტომ დააკავა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველომ მოითხოვა.

„პროცედურები კვლავ მიმდინარეობს. მოთხოვნილი რადგან იყო, ამიტომ დააკავეს, სხვა მიზეზი თურქულ მხარეს, ალბათ, არ ჰქონდა. დააკავეს, როცა ქართულმა პროკურატურამ მოითხოვა მისი ექსტრადიცია. შესაბამისად, ის, რომ ქართულმა მხარემ მისი ექსტრადიცია არ მოითხოვა დოკუმენტურად, არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თურქული მედიის ცნობით, საქართველო უარს აცხადებს მიიღოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, რომლის ექსტრადიციასაც ქვეყანაში თურქეთი გეგმავს. მედიის ცნობით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე კვლავ უარს განაცხადებს, ანკარას მოუწევს მისი გათავისუფლება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს