"ღია საზოგადოების" იურისტი - უმჯობესია თუ დაკონკრეტდება კრიტერიუმები, რაზე დაყრდნობით შეიწყალებს პრეზიდენტი პირებს

უმჯობესია თუ დაკონკრეტდება კრიტერიუმები, რაზე დაყრდნობით შეიწყალებს პრეზიდენტი პირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდ "ღია საზოგადოების" იურისტმა გიორგი ჩიტიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დეკანოზი მამალაძის საქმეზე გაუგებარი იყო პრეზიდენტის არგუმენტაცია თუ რატომ არ შეიწყალა ის.

„ის აპელირებდა ფორმალურ საფუძვლებზე, რომ მას არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის ორი მესამედი და გადავიდა შინაარსზეც და დაუშვა შეცდომები, რომელიც საქმეში არ იკვეთება. ასეთი შეცდომები თავიდან რომ ავიცილოთ, მნიშვნელოვანია პროცესმა დააზღვიოს რისკები, რომ მერე პრეზიდენტს არ უწევდეს იმის დასაბუთება რაც მას შინაარსობრივად არ ესმის. დებულებაში მეტ-ნაკლებად გაწერილია კრიტრიუმები,თუმცა მთავარი პრობლემა არის თუ როგორ ამზადებს არგუმენტაციას ან დოკუმენტაციას, რას აქცევს ყურადღებას, პლუს ამას პრეზიდენტს დარჩა შესაძლებლობა, რომ მან ადმინისტრაციის გვერდის ავლით შეიწყალოს პირები თავისი გადაწყვეტილებით. გამჭვირვალობის თვალსაზრისით სჯობს რომ ყოველთვის იყოს ცნობილი რას ითვალისწინებს პრეზიდენტი კონრკეტული აქტის გამოცემის დროს", - განაცხადა ჩიტიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა