გიორგი გახარია ლავასოღლის შესახებ - არ ვიცი რა მდგომარეობაა ექსტრადირებასთან დაკავშირებით, თუ ასეთი სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, საქართველოს მოთხოვნით ექსტრადირება მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე უარს აცხადებს, კრიმინალური ავტორიტეტი მინდია ლავასოღლი მიიღოს.

„არ ვიცი რა მდგომარეობაა ექსტრადირებასთან დაკავშირებით, თუ ასეთი სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, მოხდება ექსტრადირება საქართველოს მოთხოვნით“,-აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ცდილობს საქართველოში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია მოახდინოს, რაზეც თბილისი უარს აცხადებს. მათივე ინფორმაციით, ესტრადაციის ვადა თებერვალში იწურება და თუ საქართველო კვლავ უარს იტყვის ლავასოღლის მიღებაზე, ანკარას მისი გათავისუფლება მოუწევს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა