სოფო კილაძე - ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია

თუ პარლამენტში შემოვა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა, პირადად მე მხარს დავუჭერდი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას. მისი შეფასებით, შოთაძე ღირსეული და თავის საქმის პროფესიონალი ადამიანია. ის ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისა და ოპოზიციის განცხადებას, რომ აღნიშნულ პოსტზე შოთაძის დაბრუნება მიუღებელია. კილაძის განცხადებით, როგორი ღირსეული კანდიდატიც არ უნდა დაამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ“, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მაინც გააკრიტიკებს.

„ვფიქრობ, ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანი და კარგი პროფესიონალია. თუ პარლამენტში შემოვა მისი კანდიდატურა, პირადად მე მხარს დავუჭერდი. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა კანდიდატებიც უნდა ვნახოთ.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი კადრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, როგორი პროფესიონალი და ღირსეულიც არ უნდა იყოს ის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ოპოზიცია მაინც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებს. ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ. ეს ჩვეულებრივი დღის წესრიგია. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს მივყვებით, გამოდის, რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ორი კრიტერიუმით: პიროვნული ღირსებები და პროფესიონალიზმი,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს