აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დავით ბაქრაძემ კელი დეგნანს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოში ელჩად დანიშვნა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

„ღონისძიებაზე კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია. დეგნანის განცხადებით, მისი როგორც ახალი ელჩის მიზანია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს ელჩმა დავით ბაქრაძემ კელი დეგნანს უმასპინძლა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რა დროსაც ელჩებმა მიმოიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პრიორიტეტები,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს